დიაკონ მამა ელიზბარის (დიაკონიძე) განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლოა 3 ივნისს, წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღონ.
„სინოდის სხდომა, შესაძლებელია, უწმინდესის სურვილის საწინააღმდეგო განცხადებით გამოვიდეს. იმდენად დიდია შიში კაცისა, რომ სამშაბათს ასეთ შედეგს მივიღებთ - უწმინდესი გავა დამსახურებულ პენსიაზე და ეკლესიას უმამოდ დატოვებენ.
დადგენილებაში ჩაწერენ ასეთ ფრაზას : ,, ვიდრე ჩვენ საკათალიკოსო კადრს მოვამზადებთ, სინოდი მართავს საქართველოს ეკლესიას.
ანუ, ის, რაც გაიარა რუსულმა ეკლესიამ და აღადგინა სტალინმა, ჩვენ უნდა გავიაროთ და დაველოდოთ სტალინს", - განაცხადა მამა ელიზბარმა (დიაკონიძემ) .