ჩვენ არც ერთ რაიონში, არც ერთ თვითმმართველ ქალაქში არ დავუშვებთ სხვა პოლიტიკუი ძალის გამარჯვებას, - ამის შესახებ, პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთში, მერობისა და მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
„ჩვენ გავიმარჯვეთ საპარლამენტო არჩევნებში, გავიმარჯვეთ საპრეზიდენტო არჩევნებში და ახლა ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში“ - განაცახდა ღარიბაშვილმა.
ცნობილია, რომ ოზურგეთის მერობისთვის, „ქართული ოცნების“ სახელით, ბეგლარ სიორიძე იბრძოლებს, მუნიციპალიტებების გამგებლობის კანდიდატებად კი წარდგენილი არიან: ოზურგეთი - მერაბ ჭანუყვაძე; ლანჩხუთი - ზაზა ურუშაძე; ჩოხატაური - ირაკლი კუჭავა.