ივერიონი / ცესკოში ეთნიკურ უმცირესობებთან შეხვედრები გაიმართა

ცესკოში ეთნიკურ უმცირესობებთან შეხვედრები გაიმართა

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან საარჩევნო საკითხებზე შეხვედრა/დისკუსიები გაიმართა.

 ბოლნისის სოფ. ჭაპალის და დმანისის სოფ. ამამლოს მოსახლეობას ცესკოს კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის უფროსმა ეთნიკური უმცირესობებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით, განხორციელებული საქმიანობების შესახებ, ინფორმაცია გააცნო.

ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრები, არჩევნებში ეთნიკური უმცირესობების მაქსიმალურად ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ცესკოსთან არსებული საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების  ცენტრის საგრანტო კონკურსით დაფინანსებული ორგანიზაციის „საქართველოს აზერბაიჯანელ  ქალთა კავშირის“ პროექტის ფარგლებში შედგა. 

 

31-05-2014, 20:20
უკან დაბრუნება