ივერიონი / გიორგი გაბედავა:-"რა ხდება? გაგვყიდეს ვინმეზე უკვე? "

გიორგი გაბედავა:-"რა ხდება? გაგვყიდეს ვინმეზე უკვე? "

   დიღმის მასივის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი გაბედავა აცხადებს, რომ  ქვეყანაში "საეჭვო სიჩუმემ" დაისადგურა, მოტყუებული კი ისევ ხალხია.

   -"საეჭვოდ მიჩუმდა "თავისუფალი ზონა", საეჭვოდ აღარ იბრიქება უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილი, საეჭვოდ გაქრა ჩერგოს და გვარამიას მუქარები ჯოჯოხეთის შესახებ, საეჭვოდ აღარ ჩხუბობენ პარლამენტში "კაცობის" გამო, რომელიც ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დროს პარლამენტის მისაღებში დარჩათ, საეჭვოდ აღარ აშენებენ არაფერს... რა ხდება? გაგვყიდეს ვინმეზე უკვე? მაინც სხვის ნებასურვილზე უნდა გაკეთდეს ყველაფერი და ტყუილად რატომ გავაკეთოთო, თუ რა ხდება??? არავისზე არ გავიყიდებით, რასაც აიღებთ საქართველოს გაყიდვაში, ორმაგს გადაგახდევინებენ მყიდველები, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიყიდებით  ასე რომ სჯობს ჩვენს გაყიდვას, ქვეყანას მიხედოთ და კაცობა შეინარჩუნოთ! კაცობა მაშინ გაიხსენეთ, როცა ნაცმოძრაობისთვის სასიამოვნო კანონი მიიღეთ... 

"ნაცები" - დამნაშავეთა ხელისუფლება...

"ოცნება" - უნიათო ხელისუფლება...

   ხალხი - მოტყუებული..."

 

1-06-2014, 14:36
უკან დაბრუნება