ივერიონი / ლედი ტუკვაძე:-"გავერთიანდეთ და ერთად მოვძებნოთ ნათია!"

ლედი ტუკვაძე:-"გავერთიანდეთ და ერთად მოვძებნოთ ნათია!"

   ადვოკატი, ლედი ტუკვაძე, მისი დაცვის ქვეშ მყოფის, ტრეფიკინგის მსხვერპლის გადასარჩენად განცხადებას სოციალურ ქსელ ფაცებოოკ -ში ავრცელებს. 

   -"მე ვარ ლედი ტუკვაძე, ნათიას ადვოკატი. იძულებული გავხდი, რომ მოგმართოთ ყველას: ამოვწურეთ ყველანაირი სამართლებრივი რესურსი. 

მივმართავ, სრულიად საქართველოს, ყველა ცნობილ საზოგადო თუ პოლიტიკურ მოღვაწეს, ჩემს თანაქალაქელებს: სამართალდამცავებს არ ჰყოფნით რესურსი, დიდად არც არიან მოტივირებულნი რომ მოძებნონ ყველაზე ღარიბი ოჯახის შვილი, 19 წლის ნათია. ჩემი არაერთგზის მოწოდებისა, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, გამოევლინათ ის მაღალჩინოსანი პოლიციელი, ვინც ლობირებდა ტრეფიკინგით დაკავებულ  ჯგუფს, დარჩა ყოველგვარი რეაგირების გარეშე.

   გემუდარებით ყველას!!!

   გავერთიანდეთ ამ ყველაზე დიდი ტკივილის ირგვლივ და ერთად მოვძებნოთ ნათია გიორგიძე," - წერს ტუკვაძე.

"მე ვარ 19 წლის ნათია, ტრეფიკინგის მსხვერპლი.

მიპოვნე საქართველოვ! გადამარჩინეთ"!!!

დავით ცხვარაძე

 

1-06-2014, 21:02
უკან დაბრუნება