ივერიონი / ვინ და რატომ ემუქრება ქუთაისელ ქალს მკვლელობით?

ვინ და რატომ ემუქრება ქუთაისელ ქალს მკვლელობით?

      ქუთაისის მერიამ "პასილოკში" 4 ოჯახი თაბუკაშვილის ქუჩაზე ე.წ. ბაღის შენობისწინმდებარე დანგრეულ უფუნქციო შენობაში შეასახლა, შენობა მთლიანად ავარიულ მდგომარეობაშია, არა აქვს კარ-ფანჯრები, ჭერი, სველიწერტილები...

   შენობაში შესახლებულებს საბინაო სამსახურის უფროსი კახა დალაქიშვილი დახმარებას დაჰპირდა, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა, ჯერ-ჯერობით მაინც...

 დავა ამ შენობაში შესახლებულებს ერთი ოთახის გამოაქვთ, შენობაში არსებულ ერთ ოთახს ბოქლომი ადევს, ამ ჩაკეტილი ოთახის მეპატრონე კი წინ  ბაღის ბინაში მცხოვრები ვინმე გურამი გახლავთ.

  50 წლის ცირა ქათამაძე, რომელსაც 4 არასრულწლოვანი და ერთი გონებადაქვეითებული, ეპილეფსიით დაავადებული 14 წლისგოგონა  ჰყავს, ქუთაისის მერიას დახმარებას სთხოვს, ხოლო საბინაო სამსახურის უფროსს კახა დალაქისშვილს კი დანაპირების შესრულებისკენ მოუწოდებს.

   ცირა ქათამაძე:-"ვარ საშინელ დღეში, ათასი შეურაცხყოფა გადავიტანე ამ დანგრეული შენობის გამო, რა ვქნა, წასასვლელი არსად მაქვს, თორემ აქ ვინ შევა საცხოვრებლად? მითხრეს-თუ იკადრებ, შედი საცხოვრებლად და დაგეხმარებით ჩვენო, ერთი ოთახი წინ ბინაში მცხოვრებ კაცს აქვს ამოკეტილი, რომელსაც სათავსოდ იყენებს, მას სათავსოდ უნდა, მე კი საცხოვრებლად, დალაქიშვილი დამპირდა ამ კაცს გავახსნევინებ კარებს და შედი ამ ოთახშიცო, მაგრამ ვინ გიხსნის? ეს კაცი მეუბნება, მკვლელობას მოვახდენ და კარებს მაინც არ გაგიხსნიო, ვერ გავიგე ვინ არის უფროსი, ეპილეფსიით დაავადებული მყავს შვილიშვილი, ორი კი მცირეწლოვანია, ამ შენობაში რომ შევდივარ, არ ვიცი რა მოხდება, იმდენად დამპალია შენობა. როგორც ვიცი 15 წელზე მეტია დაშლილ და დანგრეულ მდგომარეობაში იმყოფებადა. ამ ოთახს ვერ ვაღებინებ, რა ვქნა, ქალი ვარ და მომერევა...

 

   თქვენს იქით გზა არ მაქვს, ჟურნალისტები ხართ და იმედი მაქვს დახმარებაზე უარს არ მეტყვით, გთხოვთ ეს მიმართვა დალაქიშვილის ყურამდე მიიტანოთ-ვევედრები და ვემუდარები, გააღებინოს ეს ერთი ოთახი, მეორე ადგილი კი ბოსტნად და საქათმედ  აქვთ ქცეული და  შენობას გვერდს ვერ ვუვლი, ამიტომ ვარ საშინელ დღეში! ან მომაქცევს ყურადღებას კახა დალაქიშვილი ან კარებთან დავწვები, წასასვლელი მაინც არ მაქვს არსად!"

 

დავით ცხვარაძე

1-06-2014, 21:21
უკან დაბრუნება