ივერიონი / ჯონდი ბაღათურია:-უბედურებაა, თუ დღეს კალაძემ არ იცის, რომ ამ ნორმის შეცვლას არა ცესკოს, არამედ პარლამენტის გადაწყვეტილება სჭირდება"

ჯონდი ბაღათურია:-უბედურებაა, თუ დღეს კალაძემ არ იცის, რომ ამ ნორმის შეცვლას არა ცესკოს, არამედ პარლამენტის გადაწყვეტილება სჭირდება"

   "ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის" ერთ-ერთი ლიდერი ჯონდი ბაღათურია კახი კალაძის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ  კალაძის ინიციატივის შინაარსი მდგომარეობს იმაში რომ ხელისუფლებას თითქოს აქვს მცდელობა, მისი გაფუჭებული საქმეები გამოასწოროს, მაგრამ უბედურებაა თუ ვიცე-პრემეირმა არ იცის, რომ გადაწყვეტილებას საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით არა ცესკოს არამედ პარლამენტი იღებს.

   -"კალაძის ინიციატივის შინაარსი მდგომარეობს იმაში რომ ხელისუფლებას თითქოს აქვს მცდელობა, მისი გაფუჭებული საქმეები გამოასწოროს. სწორედ ასეთი ზეწოლის შედეგად "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" სიებიდან თავი მოიხსნა ნინოწმინდაში და დმანისში კანდიდატებმა. რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ არ ვიქნებით ბიულეტენში წარმოდგენილები. ეს არის პირდაპირ შუა საუკუნეების დროინდელი აგრესია. უბედურებაა, თუ დღეს კალაძემ არ იცის ის, რომ ამ ნორმის შეცვლას არა ცესკო, არამედ პარლამენტის გადაწყვეტილება სჭირდება. სწორედ კალაძის პარტიელები აწვებოდნენ ჩვენი სიის წევრებს რომ მოეხსნათ თავიანთი კანდიდატურა. კოალიცია "ბურჯანაძე- ერთიანი ოპოზიცია" არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია ხელისუფლების დამარცხება და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ველიდან გასტუმრება. თუმცა ხელისუფლება დღეს ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ერგოს მეორე ადგილი".

   ბაღათურია კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ანტიდისკრიმინაციულ კანონს და განაცხადა:

  -"ეს არის კანონი რომლის გაუქმებაც პარლამენტს აუცილებლად მოუწევს. თვქნ რომ ნახოთ ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვებული ძალები ყველგან მთელს ევროპაში, ეს არის ის ხალხი, ვინც უარს ეუბნება ამ ფსევდოლიბერალიზმს. დღეს ევროპა თავისუფლდება ამ სენისგან და ჩვენ ამ დროს ვიღებთ ამ კანონს, რაც დაუშვებელია, სწორედ ამიტომაც, ამდენი შეცდომების და გაუაზრებელი ნაბიჯების შემდეგ, საეჭვოა "ქართულმა ოცნებამ" მომავლ არჩევნებამდე მიაღწიოს".

 

3-06-2014, 13:29
უკან დაბრუნება