რა ბედი ეწევა რიყეზე მდებარე მუსიკალურ თეატრსა და საგამოფენო დარბაზს, გადაწყვეტილება ხელისუფლებას ჯერ არ მიუღია.
ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ივერიონის“ კითვას ჟურნალისტებთან გამართულ დღევანდელ შეხვდრაზე.
„გულწრფელად გპასუხობთ, ჩემი სურვილი, რომ იყოს საერთოდ ავიღებდი ამ შენობას, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, ვნახოთ“ - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, დღვანდელ პრესკონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა რიყეზე მდებარე მუსიკალურ თეატრსა და საგამოფენო დარბაზს, „გაურკვეველი დანიშნულების ორი შენობა“ უწოდა.
მირანდა ჭარხალაშვილი