დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე, ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით აღინიშნება.
ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარდა აქცია -თემაზე "დავრგოთ ხე, გავალამაზოთ გარემო". აქციაში, რომლის მიზანია უნიკალური ჯიშის ხეების ნერგების დარგვა და მათზე ზრუნვა, დაბინძურებული ტერიტორიების გაწმენდა-დასუფთავება, ახალგაზრდებში გარემოს დაცვაზე ზრუნვის კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, მონაწილეობას ღებულობდნენ მუნიციპალიტეტის გამგებოის,საკრებულოს და ბიბლიოთეკის თანმაშრომელი ასევე აქციაში ჩართული იყვნენ მოხალისე ახალგაზრდები,როგორც გამგეობის პრეს სამსახური იუწყება, მსგავსი აქციები ხობის მასშტაბით კვლავ გაგრძელდება.