თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმის განხილვა მოსამართლემ, 10 ივნისისთვის გადადო. ამის მიზეზი დღვანდელ სასამართლო პროცესზე, პროკურორების გამოუცხადებლობა გახდა.
როგორც პროცესზე მოსამართლემ განმარტა, საკანცელარიოში შესული ახსნა-განმარტების მიხედვით, პროკურორების გამოუცხადებლობის მიზეზი, მათი მივლინება გახდა.
დღევანდელ სხდომაზე საქალაქო სასამართლოს, საკონტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე უნდა ემსჯელა, რომლითაც მან პირდაპირი წესით არჩეული თანამდებობის პირის გადაყენება, არაკონსტიტუციურად სცნო.
სასამართლოს დღეს, უგულავასთვის მერის უფლებამოსილების აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო.
შეგახსენებთ,რომ, გიგი უგულავას უფლებამოსილება გასული წლის დეკემბერში, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით შეუჩერა.