"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი, სამეგრელო ზემი-სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა პაატა ქარდავას საქმის ამ ეტაპზე წინ წამოწევას და მასში აბსურდული ფაქტების გაჟღერებას წინასაარცევნო პერიოდს უკავშირებს და აცხადებს:
-"ისევე როგორც რომან შამათავა, მე და ჩემი მეგობრები ამ საქმეში არაფერ შუაში ვართ. პირადად ვიცნობდი პაატა ქარდავას, მისი გაუჩინარების შესახებ პოლიციელებმა მაშინ შემატყობინეს, როცა ავტომანქანა სოფელ ხურჩაში იპოვეს. მას შემდეგ ვცდილობდით დაგვედგინა მისი ადგილსამყოფელი, თუმცა მანქანაზე ხელის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. ამ საქმის ჩემთვის გადმობრალება კი, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას ჩემი გამარჯვების ეშინია".