ივერიონი / კორეული ინვესტიცია კულტურის სფეროში

კორეული ინვესტიცია კულტურის სფეროში

   საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, გურამ ოდიშარიამ სამხრეთ კორეელ ინვესტორებს უმასპინძლა.

სამხრეთ კორეელი პარტნიორები განიხილავენ ინვესტირების განახორციელებას შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრის რეკონსტრუქციასა და განვითარებაში.

   შენობა, რომელშიც საუკუნოვანი ისტორიის თეატრი მოღვაწეობს ძირეულ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს და კულტურის სამინისტრო მიესალმება საერთაშორისო ბიზნესის დაინტერესებას რეგიონალური თეატრის განვითარების საკითხში.

   შეხვედრაზე კორეულ მხარეს წარმოადგენდნენ უონ ჰან სუ (TDA INC president) იუნ ინ ჰა (TDA INC vice-president), ჯინ კუი პარკი (Korea Testing Laboratory). შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და "Royal HaskoningDHV-ის" რეგიონალური მენეჯერი კავკასიაში დავით ბერძენიშვილი.

 

6-06-2014, 09:22
უკან დაბრუნება