ივერიონი / რამ შეაშფოთა ზაზა ხატიაშვილი?!.

რამ შეაშფოთა ზაზა ხატიაშვილი?!.

   საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა ადვოკატთა ასოციაციის ოფისშისაგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც სპეციალური განცხადება გააკეთა. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

   -"საქართველოს ხელისუფლება გადავიდა ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციონალურ დევნაზე, საადვოკატო საქმიანობის პროცესში ადვოკატები აწყდებიან ძალიან დიდ ბარიკადებს, რის გამოც ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ეს არის ფაქტიურად მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ ადამიანებმა ვერ შეძლონ ადვოკატის მომსახურების სრულფასოვანი მიღება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს შეექმნა ძალიან ბევრი დაბრკოლება, უკანონო დაკავებას და ჩარევას საქმიანობაში ადგილი ჰქონდა გოგა ონიანის შემთხვევაშიც. უკანონოდ მოხდა მისი ჩხრეკვაც და აღსანიშნავია, რომ მას და მის ადვოკატს არ აძლევენ სასამართლოს განჩინების საფუძველზე შეძლონ მტკიცებულებების ამოღება. სწორედ ამიტომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია იძულებული გახდა მიემართა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტისთვის, წარგვედგინა მტკიცებულებები და მოგვეთხოვა რეაგირება ირაკლი ზაქარეიშვილის და გოგა ონიანის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიასთან დაკავშირებით. ჩვენი მიმართვა განიხილეს ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა, საბჭომ და მათ უპრეცედენტო რეაგირების ფორმას მიმართეს-მათ მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერს, რომ დროულად შეისწავლონ ის ფაქტები, რომლებიც დაკავშირებულია ადვოკატების უფლებამოსილების განხორციელების ხელისშეშლასთან და მიიღონ ყველა საჭირო ზომები, რათა ეს დამრღვევები დასხდნენ საბრალდებო სკამზე. სხვანაირად საქართველოში ვერ განვითარდება დამოუკიდებელი პროფესია ადვოკატი. პირველად მოხდა საქართველოს ისტორიაში-ევროპის ადვოკატთა საბჭოს პრეზიდენტმა ორჯერ მოწერა ქვეყნის მმართველებს, რომ ირღვევა ადვოკატის უფლებები და ეს მოხდა გოგა ონიანთან მიმართებაში. ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ინსტიტუტის განვითარებისთვის"-განაცხადა ბრიფინგზე ზაზა ხატიაშვილმა.

თაზო ბენიძე

 

6-06-2014, 09:49
უკან დაბრუნება