ოზურგეთში, ძლიერ ქარის შედეგად მოგლეჯილ ხე, 54 წლის ქალბატონს საკუთარ ეზოში დაეცა. ქალნბატონი ადგილზე გარდაიცვალა.
ძლიერმა ქარმა, ოზურგეთში ასევე, საცხოვრებელ სახლებს და კორპუსებს სახურავები გადახადა.
ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეების გამო, რამდენიმე საათის განმავლობაში, ოზურგეთი-ქობულეთის დამაკავშირებელი გზაც პარალიზებული იყო, ქალაქის ნაწილს კი, რამდენიმე საათით, ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.
სტიქიის ადგილზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები და მხარის გუბერნატორი იმყოფებოდნენ.
მიმდინარეობს მიყენებული ზარალის დათვლა