ივერიონი / რა გახდა დარიალის ხეობაში გამოცხადებული ევაკუაციის მიზეზი?

რა გახდა დარიალის ხეობაში გამოცხადებული ევაკუაციის მიზეზი?

დარიალის ხეობაში, სტიქიის ზონაში მომუშავეებმა ტერიტორია უკვე დატოვეს. ამის მიზეზი  ხეობაში გამოცხადებული ევაკუაცია გახდა. ევაკუაციის  შესახებ  ბრძანება, რადარებიდან მიღებული განგაშის სიგნალის შემდეგ გაიცა. 

ამ დროისთვის, დარიალის ხეობის შესასვლელთან მობლიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახური და საპატრულო პოლიცია.  ტერიტორიაზე შესვლა, როგორც მანქანით, ისე ფეხით მოსიარულეთათვის აკრძალულია. 

დარიალის ხეობაში, ერთ-ერთ რადარზე დაფიქსირებული განგაშის სიგნალის გამომწვევ მიზეს სპეციალისტები ადგენენ. 

რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ხეობაში ამ დროისთვის საშიში ვითარება არ არის. 

 

 

6-06-2014, 18:55
უკან დაბრუნება