როგორც ცნობილია, წმინდა სინოდმა 3 ივნისს მოწვეულ კრებაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა.
გაიყო ეპარქიები და მომავალ მღვდელმთავრებად 4 ეპისკოპოსი გამოირჩა.
მათ შორის, კახის ეპისკოპოსად არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი დასახელდა.
საპატრიარქოსთან დაახლოებულმა პირმა ,,ივერიონს" აცნობა, რომ არქიმანდრიტ დემეტრეს კანდიდატურამ სასულიერო წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამიწვია.
სამღვდელოების ერთი ფრთა წმნიდა სინოდს მიღებული გადაწყვეტილების შეჩერებისკენ მოუწოდებს, რათა არქიმანდრიტ დემეტრეს შეუჩერდეს კურთხევა და შესწავლილ იქნას მისი პროფესიული საქმიანიობა და პიროვნული რეპუტაცია. მას მამათმავლობაში ადანაშაულებენ! საინტერესოა, ხომ არ არის ეს ქმედება მიმართული ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და ადგილი ხომ არ აქვს ეკლესიაში შფოთისა და არეულობის შეტანას, რაც ამ ბოლო დროს ხშირად ხდება ხოლმე.
წყარო განმარტავს, რომ წმინდა სინოდის გადაწყვეტილების შეცვლა აკრძალულია, თუმცა საპატრიარქოში არეულობაა და, ვინაიდან ილია მე-2 დაინტერესებულია ამ საკითხით, მის გადაწყვეტილებას ელოდებინ.