სააგენტო "ასოშეიტედ პრესის" ინფორმაციით ამერიკის იუტას შტატის ქალაქ სოლტ-ლეიკსითიში პოლიციიდან გაათავისუფლეს თანამშრომელი, მიზეზი კი დღეს ქალაქში დაანონსებულ არატრადიციული ორიენტაციის მქონე მოქალაქეების პარადზე წესრიგის დაცვაზე უარის თქმა გახდა.
როგორც ქალაქის მთავარი პოლიციის წარმომადგენელი ლარა ჯონსი აცხადებს, პოლიციელი ვალდებულია თავისი მოვალეობა შეასრულოს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. მისივე თქმით დღეს აღნიშნულ პარადზე "Utah Pride Parade" წესრიგს 30 პოლიციელი უზრუნველყოფს, რომელთა შორის მხოლოდ ერთმა განაცხადა მოვალეობის შესრულებაზე უარი.
პოლიციელი, რომლის გვარს ჟურნალისტებს არ უსახელებენ სავალდებულო ადმინისტრაციულ მივლინებაში იმყოფება და სამმართველოს გადაწყვეტილებას ელოდება.