ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მომხრეებსა და „ნაციონალების“ წარმომადგენლებს შორის მომხდარ ინციდენტზე კომენტარს იძლევა ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ თენგიზ გუნავა.
-ბატონო თენგიზ, თქვენ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს ნაძირალა უწოდეთ და ზუგდიდის ინციდენტის ხელოვნურად მოწყობაში დაადანაშაულეთ. რას გულისხმობდით ამაში?
- კიდევ ვიმეორებ, დღეს ქვეყანას ჰყავს არამზადა პრემიერ-მინისტრი, რომელიც გრძნობს სამეგრელოში არჩევნების წაგების საფრთხეს და ამის გამო არ ერიდება უმსგავსო პროვიკაციების მოწყობას.
პრემიერ-მინისრტმა მარნეულში გაკეთებულ განცხადებაში დაასახელა ჩემი სახელი და გვარი, რაც მითითება იყო იმ ქმედებისკენ, რაც ზუგდიდში განახორციელეს. მე ამ საქმეს აუცილებლად მივაქცევ ყურადღებას და ამისთანა რაღაცას პრემიერ-მინისტრს არ ვაპატიებ, რადგან მკვლელობაში მონაწილეობის დაბრალება, უკვე ზედმეტია!
-,,ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ თქვენ შესაძლოა არჩევნების ჩაშლასაც ეცადოთ თქვენი გარდაუვალი მარცხის გამო.
-მათ დაავიწყდათ, რომ ჩვენ ოპოზიციაში ვართ? ამას თვითონ მართლა აპირებენ, რადგან ჩვენი გამარჯვება ხელს არ აძლევთ. ყველანაირი გამოკითხვით, თვით ,,ქართული ოცნების“ გამოკითხვითაც კი, ამ არჩევნებს სამეგრელოში ვიგებთ ჩვენ!
-რას ელოდებით არჩევნებისგან ერთი კვირით ადრე?
-ყველანაირ საშიშროებასა და პროვოკაციას ველოდებით. ღარიბაშვილის თამადობით მზადდება ყველაფერი. მე 10 დღით ადრე ვიცოდი იმ პროვოკაციის შესახებ,რომელსაც ჯიხაშკარში გეგმავდა გვასალია და მისი შტაბი. ჩემი კომპრომატი ჩემი სიმართლეა, რის დამტკიცებასაც აუცილებლად შევძლებ!
ესაუბრა ია ჯღარკავა