ივერიონი / გიორგი გუგავა: არსებობს საშიშროება, რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიები უცერემონიოდ მიიერთოს!

გიორგი გუგავა: არსებობს საშიშროება, რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიები უცერემონიოდ მიიერთოს!

,,ივერიონს“ ესაუბრა საქართველოს ,,ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა

 

-ბატონო გიორგი, როგორ შეაფასებთ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ გამოსვლას და დღევანდელი ხელისუფლებისთვის ,,ჭკუის დარიგებას’?

-კარგად არ მიდევნებია თვალ-ყური, მაგრამ, ვფიქრობ, მისი გამოსვლა „ძველი რეპერტუარიდან“ იქნებოდა.

 ,,ქართულ ოცნებას“ უნდა მოეხერხებინა მისი იმპიჩმენტის წესით გასამართლება (იმპიჩმენტი პოლიტიკოსისთვის სიკვდილის ტოლფასია), მაგრამ ამის სანაცვლოდ უცხოეთში გააპარა. სააკაშვილი ნიჭიერი კაცია, ცოდნას ვერ დაუკარგავ, და ...

-როგორ შეაფასებთ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ჩატარებულ არჩევნებს და აფხაზეთში მიმდინარე დაძაბულ ვითარებას?

-ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ჩატარებულ არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს. ყველამ ვიცით, იქ მიმდინარე პროცესებს რუსეთი კურირებს, თუმცა ჰქონდათ შიდა მცდელობა ,,დამოუკიდებელი“ სახელმწიფოს დემოკრატიულად ჩატარებული  არჩევნები ეჩვენებინათ.

რაც შეეხება აფხაზეთს, კოსოვოს მოვლენის შემდეგ, ყირიმის მოვლენა ახალი პრეცენდენტი იყო. ახლა უფრო დიდი საშიშროებაა იმისა, რომ რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები უცერემონიოდ მიიერთოს. ამის ტენდენციები დღეს აშკარად შეინიშნება და საქართველოს მხრიდან დროულ რეაგირებას საჭირობს.

-ბატონო გიორგი, საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა აჭარაში, კირნათთან, საქართველო-თურქეთის საზღვრის დარღვევას. საუბარია აჭარაში თურქების მომრავლებაზეც, თუმცა ამას ადგილობრივები უარყოფენ. როგორ შეაფასებთ ამ ვითარებას?

-აჭარაში საქართველო-თურქეთს შორის საზღვარი დემარკირებული არ არის. (დაახლოებით 40%). ჩვენ ნელ-ნელა ვკარგავთ არა გოჯობით, არამედ ჰექტრობით მიწას. ყვლაფერი კარგად როგორ იქნება, როცა ეშმაკების დაპატრონებულ უპატრონო ეკლესიას ვგავართ?!

ეს მხოლოდ აჭარას არ ეხება, ასეა ცხინვალი თუ სამხრეთ საქართველოს მიმართულებით - მდინარე ალაზანმა კალაპოტი შეიცვალა და ჰექტრობით მიწა აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. ჩვენი მთავრობა კი ამაზე ნაკლებად ფიქრობს!

 

 ესაუბრა ია ჯღარკავა

9-06-2014, 15:17
უკან დაბრუნება