2013 წლის 17 დეკემბერს დაკავებული ირაკლი ლიპარტელიანისადა თემურ ქურასბედიანის ოჯახები იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსს, ზაზა ჩუბინიძეს აქციის მონაწილეები ფაქტების გაყალბებაში ადანაშაულებენ. დაკავებულები ქუთაისში, წისქვილკომბინატის იმერეთის მიმართულების სარეალიზაციო პუნქტის, შპს "ბევრილი ჯგუფის" თანამშრომლები იყვენენ. აღნიშული საქმეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო პოლიცია იძიებდა, რომლის უფროსი, ზაზა ჩუბინიძე გახლავთ,მანამდე კი შპს "ბევრილი ჯგუფის" უფროსი იყო.
დაკავებულების ოჯახის წევრები იმერეთის სამხარეო პოლიციის მიერ აღნიშნული საქმის გამოძიებას თავიდან ითხოვენ, მათი ინფორმაციით გამოძიება ობიექტურად არ წარიმართა, ასევე დაკავებულების ოჯახის წევრები ჩუბინიძის მხრიდან მათზე ზეწოლასა და მუქარებზეც საუბრობენ. ისინი შსს მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს აღნიშნული საქმით დაინერესებისკენ მოუწოდებენ, დაკავებულების ოჯახის წევრები კი ზაზა ჩუბინიძის დაკითხვას და საქმის ხელახალ აღძვრას ითხოვენ.
-"საქმე, რომელიც ჩუბინიძემ ფარულად წაიყვანა და თვითონ არაჩვეულებრივად გამოძვრა ბინძური საქმიდან და გახვია უდანაშაულო ბიჭები, როცა ჩემს ქმარზე მეტი თანხის გაფლანგვა უფიქსირდება ჩუბინიძეს, რატომ არავინ გამოიძია ეს ყველაფერი? თუ ჩუბინიძეს ხალხი ჰყავდა და თანამდებობის პირებს კარგად იცნობდა და დაიძვრინა თავი ბინძური საქმიდან? მოვითხოვ დაიკითხოს ჩუბინიძე. რადგან თვითონ უფრო მეტ საქმეშია გახვეული"- აცხადებს აქციის მონაწილე.
ქუთაისის სამხარეო სამმართველოს პოლიციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ თუმცა ამბობენ, რომ აღნიშნულ საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.
დავით ცხვარაძე