ა.წ. 11 ივნისს, იაპონიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში, ბატონი ტოშიო კაიტანი მისი ბრწყინვალების იაპონიის იმპერატორისა და მთავრობის სახელით ლენტით დამშვენებული ამომავალი მზისადა ოქროს სხივების ორდენს გადასცემს საქართველო-იაპონიის ურთიერთობების ასოციაციის პრეზიდენტს, ბატონ კარლო ქველაძეს. ორდენი მას გადაევემა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობებში მის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. ორდენის გადაცემის ცერემონია გაიმართება იაპონიის ელჩის რეზიდენციაში, 15:00 საათზე.
ცერემონიაზე დასწრება თავისუფალია მასმედიის წარმომადგენლებისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
(275-21-11; 557 521 557)რუსუდან გვერდწითელი