საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია საქართველოში იტალიის ელჩს ფედერიკა ფავის შეხვდა. შეხვედრაზე ელჩმა განაცხადა, რომ იტალიისა და ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქებს შორის ე.წ. "შეთანხმებების" გაფორმება იტალიის კანონმდებლობის დარღვევაა და იტალიის მთავრობა მათ ბათილად მიიჩნევს. ელჩმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იტალიის ურყევ პოზიციას საქრთველოს სუვერენიტეტისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის თაობაზე.