ივერიონი / "აწარმოე საქართველოში"- ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კომპონენტის პრეზენტაცია

"აწარმოე საქართველოში"- ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კომპონენტის პრეზენტაცია

   დღეს სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კომპონენტის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას გაუძღვებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - დიმიტრი ქუმსიშვილი და ქეთევან ბოჭორიშვილი. ღონისძიება ჩატარდება პროგრამაში ჩართულ ერთ-ერთ სამრეწველო დანიშნულების ობიექტზე. მისამართი: ორხევის დასახლება, ნაკვ. 02/108

   სამთავრობო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" 1 ივნისიდან ამოქმედდა. პროგრამა რამდენიმე კომპონენტად არის წარმოდგენილი. სახელმწიფო დაინტერესებულ მეწარმეს ფინანსურ, ინფრასტრუქტურულ და საკონსულტაციო მხარდაჭერას სთავაზობს. ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კომპონენტს ადმინისტრირებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო" უწევს. წარმოების დაწყებით დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს, შეარჩიოს ქონება და შერჩეულ ობიექტზე შექმნას ახალი საწარმო. მეწარმეს ქონება სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცემა, ხოლო თავის მხრივ იგი ვალდებულია, აღნიშნულ ქონებაზე განახორციელოს ოთხმაგი ოდენობის ინვესტიცია და 2 წლის განმავლობაში უზრუნველყოს პროდუქციის გამოშვება.

   პრეზენტაცია 10:30-ზე დაიწყება.

 

12-06-2014, 09:16
უკან დაბრუნება