ივერიონი / პატიმრებისთვის სააგიტაციო მასალების განთავსებას მონიტორინგს 16 კაციანი ჯგუფი უწევს

პატიმრებისთვის სააგიტაციო მასალების განთავსებას მონიტორინგს 16 კაციანი ჯგუფი უწევს

   ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით (№75/2012 განკარგულების საფუძველზე), არჩევნებში ჩართულ მხარეებთან აქტიური თანამშრომლობის საფუძველზე, შეიქმნა სპეციალური ჯგუფი (ცესკოს თავმჯდომარის №01-37 ბრძანების საფუძველზე), რომელიც ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრებისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სააგიტაციო მასალების განთავსებას უწევს მონიტორინგს.

   16 კაციანი ჯგუფი, რომელშიც შედიან არასამთავრობო ორგანიზაციების და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, მონიტორინგს, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების 10 დაწესებულებაში ახორციელებს.

   მონიტორინგი 7 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით ხორციელდება. მონიტორინგის დასრულებიდან 10 დღის ვადაში, ჯგუფი უფლებამოსილია ცესკოს გაწეული მონიტორინგის შესახებ წარუდგინოს ინფორმაცია.  

 

12-06-2014, 10:35
უკან დაბრუნება