ივერიონი / თურქეთი ნატოს წევრი ქვეყნების ექსტრემალური სხდომის მოწვევას მოითხოვს

თურქეთი ნატოს წევრი ქვეყნების ექსტრემალური სხდომის მოწვევას მოითხოვს

   სააგენტო "როიტერის" ცნობით ერაყში თურქი დიპლომატების დაკავების გამო თურქეთი ნატოს წევრი ქვეყნების ექსტრემალური სხდომის მოწვევას მოითხოვს. სააგენტოს ინფორმაციით ეს მოთხოვნა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

   ცნობისთვის, ერაყელმა ტერორისტებმა გუშინ ქალაქი მოსული დაიკავეს, სადაც თურქეთის საკონსულოს 49 თანამშრომელი მძევლად აიყვანეს.

 

12-06-2014, 10:43
უკან დაბრუნება