სოციალურ ქსელში რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის პირველი სელფი გავრცელდა.
ამით, მან თავის 400 000 ხელმომწერს Instagram-ში მადლობა გადაუხადა. "ხელმომწერთა თხოვნით, რომელთა რიცხვიც 400 000. გმადლობთ!" - ესეთი მინაწერი ამშვენებდა პრემიერის ფოტოს.
სტატუსის გამოქვეყნებიდან მალევე, მას 8.7 ათასი მოწონება ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ დიმიტრი მედვედევი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია.
გამოკითხვის თანახმად, რომელიც რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა (ВЦИОМ) გასულ ზაფხულს ჩაატარა, მედვედევი ქვეყანაში ყველაზე ცნობილ ბლოგერად დაასახელა.