ივერიონი / ირაკლი კორძაია: დიმიტრი დარბაისელი ნარკოდამოკიდებულია

ირაკლი კორძაია: დიმიტრი დარბაისელი ნარკოდამოკიდებულია

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი კორძაია, ინტერესდება, რატომ არ ჩაუტარდა  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს დიმიტრი დარბაისელს ნარკოლოგიური შემოწმება. კორძაიას ინფორმაციით, დიმიტრი დარბაისელი ნარკოდამოკიდებულია. 

„პრემიერის მიერ უკანასკნელ პრესკონფერენციაზე დაუნდობელი ნარკოპოლიტიკის დეკლარირების ფონზე მეტად უცნაურია ის, თუ როგორ მოახერხა დიმიტრი დარბაისელმა თანამდებობიდან ნარკოლოგიური შემოწმების გარეშე წასვლა. გამოდის, მარიხუანის მოწევისთვის ვინმე ბექას 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. სამაგიეროდ, დიმიტრი დარბაისელს ჰეროინის მოხმარებისთვის 39 000 ლარიანი პრემია და პრემიერის მადლობა ვაჟკაცობისთვის და გაწეული სამსახურისთვის.... „, - წერს ირაკლი კორძაია facebook-  ის საკუთარ გვერდზე.

ირაკლი კორძაია ერთი წლის მანძილზე სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. მან პოსტი, დაახლოებით 6 თვის წინ დატოვა. 

 

12-06-2014, 17:35
უკან დაბრუნება