,,ივერიონს“ ესაუბრა ჟურნალ ,,ქვაკუთხედის“ მთავარი რედაქტორი ხათუნა საგინაშვილი
-ქალბატონო ხათუნა, თქვენ საკუთარ ფეისბუქსტატუსებსა და სტატიებში ყოველთვის ეხმიანებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. საინტერესოა თქვენი აზრ: რამდენად აუსრულდა ქართველ ხალხს ოცნება სააკაშვილის რეჟიმის წასვლის შემდეგ?
-მე მორწმუნე ადამიანი ვარ და ჩემი პასუხიც განსხვავებული იქნება.
სააკაშვილის მმართველობა ჯოჯოხეთად ექცა ერს. დადგა პერიოდი, როცა გარდატეხა უნდა მომხდარიყო. ბიძინა ივანიშვილმა ამაში უდიდესი როლი ითამაშა, მისი გამოჩენა პოლიტიკურ ტატამზე მნიშვნელოვანი ფაქტი იყო.
დავიწყოთ იქიდან, რომ კოალიციის სახელწოდებაში ფიგურირებს სიტყვა ,,ოცნება“, რომელიც ,ზოგადად, სულიერი მაამებლობის ცოდვაა და არ უნდა დაერქმიათ. როგორ შეიძლება ზრდასრულ ადამიანებს ოცნებები შეუქმნა?!
ახალი ხელისუფლების დაპირებები მინიმალურ დონეზეც არ შესრულდა. საზოგადოების დაკვეთა იყო სამართლიანობის აღდგენა და დამნაშავეების დასჯა. თუ ქვეყანაში კრიმინალ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსა და ჩინოვნკებს არ გაასამართლებენ, ჯიბის ქურდობისთვის უნდა გასამართლდეს ვინმე?
,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჯალათები არიან, რომლებიც ამერიკამ გადაარჩინა ერთი მიზეზით: მან არ იცოდა, რა პოლიტიკას გაატარებდა ,,ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებით. ამიტომ დატოვა ისინი ძირითად მოთამაშე ოპოზიციად ქვეყანაში, რომ თუ ,,გაჭირდებოდა“, უკან დაებრუნებინა.
მე მინდა ხელისუფლებას ვუთხრა, რომ არ დაუშვას შეცდომა და არ შეავსოს ,, მიშას ნიშა“ და არ დაადგეს თვითკმაყოფილების გზას, რაც შეინიშნება ღარიბაშვილის გამოსვლებში. ნდობის მანდატზე ადვილად დასაკარგი არაფერია.
-შეიძლებოდა თუ არა სხვა რეალობის წინაშე დამდგარიყო საქართველო?
-ჩვენ ურთულეს მდგომარეობაში ვიყავით ხელისუფლების შეცვლამდე. ამას პოზიტიურად იმიტომ ვაფასებ, რომ ჩვენს არსებობას სააკაშვილის რეჟიმის დროს, ფიზიკური განადგურება ემუქრებოდა. ჩემს ჟურნალ ,,ქვაკუთხედს, რომელსაც მართლმადიდებელი მრევლი კითხულობდა ძირითადად, სააკაშვილი ემტერებოდა- არ მასვენებდნენ და მათი სამიზნე ვიყავი. მას არ მოსწონდა მორწმუნე მრევლის ჩარევა პოლიტიკაში. ამიტომ ვამბობ, ჯალათები უნდა დაისაჯონ-მეთქი.
,,ქართული ოცნება“ კი ამბობს ,ყველა დაპირება შევასრულეთო. ეს ხომ არასერიიოზულია, მართლა ხომ არ ბნელა, არა? სჯობს ახსნან მიზეზი, რატომ ვერ ასრულებენ დაპირებას, თორემ ამ ტყუილზე არავინ წამოეგება და მათი რეპუტაცია დასამარდება...
-როგორ ფიქრობთ, იმის უკან, რაც ქართულ რეალობაში ხდება, დამკვეთები დგანან თუ ყველაფერი კანონზომიერი პროცესია, რომელსაც თავიდან ვერ ავიცილებთ?
-ამ ხელისუფლების პრობლემაც ის არის, რომ,სააკაშვილის ხელისუფლების მსგავსად, არ არის საკუთარ გადაწყვეტილებეში თავისუფალი.
ქართველ ჩინოვნიკებსა და პოლიტიკოსებს აქვთ პატარა ქვეყნის შვილობის კომპლექსი. პატარა ქვეყანა ისედაც ვართ და მსოფლიოში დიდი მოთამაშეების ადგილს ვერ დავიკავებთ. ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს ,რომ ვასალური პოლიტიკა ვაწარმოოთ და დიდ ქვეყნებს კოჭი ვუგოროთ. საკუთარ ღირსებაზე უარის თქმით უცხო ქვეყნების პოლიტიკა სისტემატურად არ უნდა გავატაროთ. კომპრომისი ყველას აქვს, მაგრამ ეს მანამ, სანამ შენს სისხლსა და ხორცს შეეხებიან.
ხელისუფლებაში უნდა იყონ ჯანსაღი სულის ადამიანები, ისეთები, ჩვენს ისტორიას ბევრი რომ ახსოვს. მათ ესმოდათ, რისი დათმობა შეიძლებოდა და რისი არა. აიდი ბარათები და ანტიდისკრიმინაციული კანონი გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ რაც იყო ადრე,დარჩა დღესაც. სახელმწიფომ უნდა ივაჭროს, ლავირება მოახერხოს და არ უნდა ,,გაუწვეს“ სხვებს.
-სიტყვამ მოიტანა და,თქვენი აზრით ბიძინა ივანიშვილი დაკვეთით მოვიდა თუ არა პოლიტიკაში და ასევე დაკვეთით ხომ არ წავიდა იქიდან?
-ამის დამადასტურებელი წყარო არ მაქვს. ისე, ივანიშვილი ზედმეტად ერთგული, გულმოწყალე და მიამიტი ადამიანია, ზოგჯერ ზედმეტადაც. ის მეცენატია და თავისი ხასიათით არ არის ,,მოთამაშე“.
ცნობილია, რომ ის აფინანსებდა და აძლიერებდა სააკაშვილის მთავრობას.ის რომ არა, სააკაშვილის რეჟიმი ასეთი ძლიერი არ იქნებოდა. შემდეგ, როგორც ჩანს, სინდისმა შეაწუხა და ამ რეჟიმის შეცვლა ამიტომაც გადაწყვიტა.
ის მილიარდერია. როგორც მილიარდერი, ანგარიშვალდებულია რაღაც ძალასთან. შეიძლება ისეთი სტრუქტურის წევრიც იყოს, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს. მართალია, ივანიშვილი პატრიოტია, მაგრამ არ არის დამოუკიდებელი, ვერც იქნება.
სახარებაში უფალს ეკითხებიან, მდიდარს შეუძლია თუ არა სასუფეველში შესვლა, ის პასუხობს, აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა სასუფეველშიო..
ქონების დაგროვება არ არის ცოდვა, მაგრამ მასზე მიჯაჭვულობა ცოდვაა. ამიტომ ივანიშვილიც დამოკიდებულია ვიღაცაზე, რათა კაპიტალი არ შეუმცირდეს.
-ჩვენში დამკვიდრებულია გამოთქმა,„ ბიძინა ივანიშვილს სულ რომ არაფერი გაეკეთებინა, სააკაშვილი ხომ მოგვაშორაო“ . მოგვაშორა კი?
-მოიგვაშორა იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს მართვის სადავეები სულიერად ავადმყოფებს არ აქვთ ხელში. მაგრამ ,,ნაციონალები“ რომ ვერ მოვიშორეთ, ეს მათი აქტიურობიდანაც კარგად ჩანს. ისინი ტყავ და ქურქშეცვლილნი ,,ოცნებაში“ განაგრძობენ სიცოცხლეს და მათგან დევნილი საღად მოაზროვნეები კი, დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც,სულს ღაფავენ.
-რას იტყვით ლევან ვასაძის შესახებ. მისი მიმართვა ხელისუფლებისადმი ერის გამოფხიზლებისკენ იყო მიმართული თუ საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად?
-ის მორწმუნე ადამიანია, რომელსაც ქვემიზნები არ აქვს. ვასაძეს არ სჭირდება პოლიტიკა, პოლიტიკას კი ნამდვილად სჭირდება იგი. რატომ უნდა მივიდეს პოლიტიკაში-ქართულ სარფიან ბიზნესში? მას ეს არ სჭირდება. ერთ-ერთ თოქ-შოუში აღნიშნა, რომ 10 წლის შემდეგაც ასეთს მნახავთო. მე მჯერა მისი.
-საუბრობენ ალასანია-უსუფაშვილის ,,ნაციონალებთან“ გაერთიანებაზე. თქვენ საწრმუნოდ გეჩვენებათ ეს?
-თუ ამერიკის დაკვეთა იქნება, რატომაც არა? მიუხედავად იმისა, რომ მათთან პოლიტიკურ ქორწინებაზე წამსვლელი გიჟი უნდა იყოს!
-არჩევნები კარს მოგვადგა. რა შეიცვლება ქვეყანაში?
-დავიწყებ იქიდან, რომ საარჩევნო კანონი გაუმართავია. ის თანაბარ უფლებებს არ ანიჭებს კანდიდატებს და არც კონკურენტული გარემოს შექმნას უწყობს ხელს. ეს არის სპეციალურად შედგენილი კანონი, რომელიც ხელს უშლის ნამდვილი ეროვნული ძალების ჩართვას არჩევნებში.
-რა შანსი აქვს დავით ნარმანიას და დაინიშნება თუ არა მეორე ტური მას და დიმიტრი ლორთქოფანიძეს შორის?
-ნარმანია უტიფრად ტყუის. მას ლორთქიფანიძეზე მაღალი რეიტინგი არ აქვს. თუ ლორთქიფანიძე გაიმარჯვებს, ის ერთ-ერთ ძლიერ ბერკეტს გამოგლეჯს ხელიდან ხელისუფლებას და საქმეს ასე გააკეთებს.
-შეიქმნება თუ არა ქვეყანაში მესამე პოლიტიკური ცენტრი და იქნება თუ რა ეს ,,ბურჯანაძის ალიანსი“?
-მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნა გარდაუვალია. მაგრამ აქ არ უნდა იყონ ძველი სახეები, რომლებიც თანამდებობებს დაეძებენ მხოლოდ. ბურჯანაძეს არ აქვს ის ავტორიტეტი, ხალხი რომ აიყოლიოს. უნდა გამოვიდეს ისეთი ძალა, რომელიც ფუჭ ზეპირმეტყველებაზე არ იქნება ორიენტირებული.
ესაუბრა ია ჯღარკავა