ივერიონი / ლაშა ტუღუში:-"არსებული კანონმდებლობით, თვითმმართველობები ეფექტურად ვერ იფუნქციონირებენ"

ლაშა ტუღუში:-"არსებული კანონმდებლობით, თვითმმართველობები ეფექტურად ვერ იფუნქციონირებენ"

   გაზეთ "რეზონანსის"  მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის შეფასებით   წინასაარჩევნოდ დაფიქსირებულია ის ხარვეზები, როგორიც არის ფიზიკური ანგარიშსწორება და საარჩევნო კამპანიის ჩატარების დროს პოლიტიკური სუბიექტების ერთმანეთთან მივარდნები.  ქვეყანას მსგავსი რამ აღარ ეკადრება. სიძულვილი არაფრისმომტანია და ცუდია საქართველოსთვის.

   -"საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია არჩევნებმა ექსცესების გარეშე,  მშვიდობიან ვითარებაში ჩაიაროს. ქვეყანაში, წინასაარჩევნო გარემო ქართული ტიპისაა, ის არ არის ისეთი საშინელი, როგორც ზოგადად ჩვენს რეგიონში ტარდება, მაგრამ არც ისეთი კარგია, როგორც ევროკავშირის ქვეყნებში. 

  თვითმმართველობების უფლებების გასაფართოებლად მნიშვნელოვანი ნახტომია გასაკეთებელი. ხელისუფლებამ გარკვეულ ცვლილებების განხორციელებაზე ფიქრი უნდა დაიწყოს, რათა მომავალი საპარლამენტო არჩევნები უკეთ ჩატარდეს. არსებული კანონმდებლობით, თვითმმართველობებს კომპეტენციები უფრო შეეზღუდათ.  მნიშვნელოვანია, რომ  თვითმმართველობას  უფლებები გაეზარდოს.

   რეფორმის განხორციელების მცდელობა ამ თვალსაზრისით კი მოხდა, თუმცა,  უფრო ცუდი ვარიანტი განხორციელდა. არსებული კანონმდებლობით, თვითმმართველობები ეფექტურად ვერ იფუნქციონირებენ. მათ არ გააჩნიათ საკუთარი ფინანსები და არ აქვთ შესაბამისი უფლებები"-განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

 

12-06-2014, 20:43
უკან დაბრუნება