შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტში წარმატებით ხორციელდება ინოვაციური სათბურის პროექტი. სათბური იყენებს გეოთერმულ და მზის ენერგიას და შესანიშნავი თბოიზოლატორია. იგი 60%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე სხვა სათბურები. ინოვაციურ სათბურში კონსულტაციას ფერმერები და პროფსასწავლებლის სტუდენტები გადიას.
აღნიშნული სათბურებით სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა იგეგმება.