გამოსაშვები გამოცდები მე-11 კლასელთათვის 16 ივნისს დაიწყება და ოთხ საგანში: ქიმიაში, ფიზიკაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში ჩატარდება. ამ საგნების სწავლას მოსწავლეები მე-11 კლასის ბოლოს დაასრულებენ.
ის მოსწავლეები, რომლებიც რომელიმე საგანში ვერ გადალახავენ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, გამოცდას მომდევნო წელს, მე-12 კლასში, დანარჩენ საგნებთან ერთად ჩააბარებენ.
განათლების სამინისტროს განცხადებით, ტესტური დავალებების ბაზა შედგება მარტივი, საშუალო და რთული დავალებებისგან.
მოსწავლეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრს ან ვებგვერდს www.naec.ge