საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ვანო მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნულის შესახებ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.
"გათავისუფლდეს ივანე მაჭავარიანი საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის - საგარეო ურთიერთობათა მდივნის თანამდებობიდან 2014 წლის 13 ივნისიდან საკუთარი ინიციატივით, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე", - აღნიშნულია განკარგულებაში.
დღესვე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩევლად გიორგი აბაშიშვილი დაინიშნა.