როგორც სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, სახალხო დამცველის აპარატი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდება და დარღვევებზე სათანადო რეაგირებას მოახდენს.
"ამ არჩევნებზეა დამოკიდებული რამდენად ქმედითი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობა, შესაბამისად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა შეეძლოს ნების თავისუფალ გარემოში გამოვლენა. საპრეზიდენტო არჩევნებისაგან განსხვავებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანია შედარებით დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. ჩვენ მოქალაქეთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით გამოვთქვამთ მზადყოფნას, საქართველოს მასშტაბით ზედამხედველობა გავუწიოთ არჩევნებში მონაწილე პირთა უფლებების დაცვას", - განახადა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველის აპარატის სპეციალური მობილური ჯგუფები 15 ივნისს – მთელი დღის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში მონიტორინგს გაუწევენ არჩევნების პროცესში ადამიანის სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებს, რასაც სათანადო შესწავლის შედეგად შესაბამისი რეაგირება მოყვება.
არჩევნების დღეს დაინტერსებულ პირებს ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევაში საშუალება ექნებათ დარეკონ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე – 2913814; 2913815.