ივერიონი / არჩევნების ჩასატარებლად ცენტრალური საარჩევნო კომისია სრულ მზადყოფნაშია

არჩევნების ჩასატარებლად ცენტრალური საარჩევნო კომისია სრულ მზადყოფნაშია

   2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად ცენტრალური საარჩევნო კომისია სრულ მზადყოფნაშია.

   -"ტექნიკური სამუშაოები თითქმის დასრულებულია, საარჩევნო ადმინისტრაცია არის სრულ მზადყოფნაში იმისთვის, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩავატაროთ. საარჩევნო მასალები ურიგდებათ საუბნო კომისიებს და დღის ბოლოს ეს პროცესი უკვე დასრულებული იქნება",–განაცხადა ეკა აზარაშვილმა.

   მისივე განცხადებით, ხვალინდელი აქტივობების შესახებ ინფორმაციას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ცსკ–ის თავმჯდომარე თამარ ჟვანია გააცნობს.

14-06-2014, 12:45
უკან დაბრუნება