თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თვითმმართველობის არჩევნებზე ხმას ზუგდიდში, მე-10 საჯარო სკოლის შენობაში გახსნილ 30-ე საარჩევნო უბანზე მისცემს, რადგან ის ზუგდიდში 2012 წლის პარლამენტის არჩევნებამდე, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭისყრისთვის დარეგისტრირდა.
თავდაცვის მინისტრი უბანზე 12:00 საათზე მივა.