ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
საარჩევნო კომისიაში მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო კომისიის კონტაქტ-ცენტრი (2 51 00 51) ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (წწწ.ცესკო.გე) იმუშავებს. ამ საშუალებით ნებისმიერ მსურველს შეეძლება ინფორმაციის ცსკ-სთვის როგორც მიწოდება, ასევე გამოთხოვა.
ამასთან, ცსკ მთელი დღის განმავლობაში რეგულარულად მიაწვდის მოსახლეობას ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. პირველი საინფორმაციო ბრიფინგი 08:30 საათზე გაიმართება. ბრიფინგები ჩატარდება: 10:30 სთ, 12:30 სთ, 15:30 სთ, 17:30 სთ, 20:30 საათებზეც.