ცსკ-ის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით მარტვილის #16–ს გარდა, ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა.
-"ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და დაწყებულია კენჭისყრის პროცესი, მარტვილის #16 საარჩევნო უბნის გარდა, სადაც ნიღბიანმა პირებმა საარჩევნო ყუთები გაიტაცეს. აღნიშნულ უბანზე არჩევნები ხელახლა ჩატარდება, როგორ და რა ვადებში – ამას საარჩევნო ადმინისტრაცია გადაწყვეტს", - განაცხადა აზარაშვილმა.