ივერიონი / ფონიჭალაში "ნაციონალური მოძრაობის" 4 წევრის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ფონიჭალაში "ნაციონალური მოძრაობის" 4 წევრის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

   შს სამინისტროს განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა დაშავებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ.

   -"შს სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება ფონიჭალაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 4 წევრის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით. მიმდინარეობს ყველა აუცილებელი ღონისძიება დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენა-დაკავების მიზნით, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაზარალებულები, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები გამოძიებასთან არ თანაშრომლობენ. შს სამინისტრო მოუწოდებს ყველას, მათ შორის – არჩევნებში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ თითოეული დარღვევის ფაქტზე სამინისტრო ოპერატიულ რეაგირებას, კანონით დადგენილ შესაბამის ვადებში მოახდენს"-განაცხადა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა

 

15-06-2014, 09:41
უკან დაბრუნება