მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრემიერის თქმით "სახელმწიფო ვალდებულია ყველა პირობა შექმნას იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა თავი დაცულად იგრძნონ. ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში იყოს ისეთი, როგორც ეს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშია", დღეს მათ მაინც შეექმნათ დაბრკოლებები ხმის მიცემის დროს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, "ვაკის 69-ე უბანი (წყნეთი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი საარჩევნო კაბინით აღჭურვილია, თუმცა უბანზე ეტლით შესვლა შეუძლებელია".