ივერიონი / საია:-"შეიარაღებული პირების მიერ საარჩევნო ყუთის გატაცება ძალიან დიდი დარღვევაა"

საია:-"შეიარაღებული პირების მიერ საარჩევნო ყუთის გატაცება ძალიან დიდი დარღვევაა"

   საია-ს თავმჯდომარემ კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ  საარჩევნო უბნებზე პატარა დარღვევები ფიქსირდება, თუმცა საგანგაშო მხოლოდ მარტვილის შემთხვევა იყო. 

   -"რიგ უბნებში დაფიქსირდა დარღვევები, პირველი დარღვევა იყო მარტვილში მე-16 უბანზე. შეიარაღებული პირების მიერ საარჩევნო ყუთის გატაცება ძალიან დიდი დარღვევაა, არამხოლოდ საარჩევნო კოდექსის, არამედ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ამ ეტაპისთვის სხვა განსაკუთრებით უხეში დარღვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა ცალკეულ უბნებზე იყო მცირე დარღვევები, რაზეც ჩვენმა დამკვირვებლებმა შენიშვნები და საჩივრები დაწერეს. მაგალითად, მთაწმინდის 22-ე და ბათუმის პირველ უბანზე დამკვირვებლები არ შეუშვეს, თუმცა ამ წუთისთვის ეს პრობლემა აღმოფხვრილია. ისნის მე-6 და 66-ე, ვაკის მე-19 და ზუგდიდის 76-ე უბნებზე წილისყრის პროცედურები დაირღვა. საარჩევნო სიებთან დაკავშირებით რუსთვის 32-ე უბანზე საარჩვენო სიები არ იყო საჯაროდ გამოცხადებული. ამ დროისთვის სხვა საგანგაშო დარღვევა არ ფიქსირდება".

 

15-06-2014, 10:39
უკან დაბრუნება