ივერიონი / ზურაბ ჭიაბერაშვილი:-"შსს ცრუობს!"

ზურაბ ჭიაბერაშვილი:-"შსს ცრუობს!"

   გუშინ კრწანისის ოლქში მომხდარ ფაქტზე დღეს შსს-მ განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ დაზარალებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ. აღნიშნულ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობა" გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "შსს ცრუობს!" ამის შესახებ მოძრაობის სახელით ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

   -"ეს არის მტკნარი სიცრუე და ეს არის იმ ტყუილების კასკადის გაგრძელება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი და მთელი ხელისუფლბა ამ დღეებში ეწევიან. ის ფაქტი, რაც მოხდა დღეს ანაკლიაში, 32–ე უბანზე, ის, რაც მოხდა კრწანისის ოლქში, როცა 30–მდე ადამიანი თავს დაესხა "ნაციონალური მოძრაობის" 4 აქტივისტს, გოგონას ფეხი აქვს მოტეხილი, ხოლო 3 ახალგაზრდა არის დაშავბეული და ერთი მათგანი ისევ საავადმყყოფოშია, ნიშნავს იმას, რომ ღარიბაშვილის აგრესიული პოლიტიკა გადაიზარდა მასობრივ აგრესიაში "ქართული ოცნების" აქტივისტების მხრიდან. ის განცხადებები, რასაც წინასაარჩევნოდ პრემიერი აკეთებდა, იყო ცეცხლზე ნავთის დასხმა".

 

15-06-2014, 11:31
უკან დაბრუნება