ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილმა ხმა სოფელ ნატანებში მისცა.
-"არა სიცრუით სიმართლის გადაფარვაში, არამედ სიმართლის ძიებაში უნდა გადავჯაბნოთ ერთმანეთი. ახლა როგორ წარმოგიდგენიათ, რომ 80-მა კანდიდატმა მოხსნა კადიდატურა? ხელისუფლებამ მოხსნა თავისი კანდიდატურა მარნეულში, ეს ხომ დაუჯერებელია?! არ არსებობს მთავრობა და ხელისუფლება, რომელსაც შეცდომები არ მოსდის. არ უნდა მოსდიოდეს კატასტროფული შეცდომები, - მთავარი ეს არის" - განაცხადა ივანიშვილმა სოფელ ნატანებში ხმის მიცემის შემდეგ.