,,ივერიონს“ ესაუბრა ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ,,ქართული ოცნების“ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია
-ბატონო მერაბ, როგორ ჩაირა ადგილობრივმა თვითმმართველობის არჩევნებმა სოფელ კოკში?
-ამომრჩეველი დადებითი განწყობით მოვიდა საარჩევნო უბანზე, ოკუპირებული საზღვრისპირა სოფლებიდანაც კი.
აქტივობაც მაღალი იყო, ვინაიდან თითქმის ყველა ,,ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს.
-ჰქონდა თუ არა ადგილი პროვოკაციებს თქვენი კონკურენტების მხრიდან?
-იყო ასეთი ექსცესები. აქ ჩამოსული იყო ბოკერია - წიკლაურის ათლეტური აღნაგობის ჯგუფი, რომელსაც რუხსა და ახალსოფელში პროვოკაციის მოწყობა უნდოდა, რაც ადგილობრივი პოლიციის ჩარევით აღიკვეთა. ამაზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს გამოძიება, თუ რა მიზნით მოქმედებდნენ ეს კუნთმაგარი ადამიანები საარჩევნო უბნებზე.
-საუბარია არჩევნების მეორე ტურის ჩატარებაზე. სამეგრელოშიც ხომ არ არსებობს ამის ალბათობა?
-არის რამდენიმე სოფელი: კახათი, რუხი, ორსანტია, ცაიში... სადაც დაინიშნება მეორე ტური.
მეორე ტურის ჩატარება ნურავის ჰგონია ,,ქართული ოცნების“ დამარცხება. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში, რაც მიანიშნებს იმ დემოკრატიულ პროცესებზე, რითის საქართველო მაგალითს აძლევს სხვა ქვეყნებს.
-როგორ შეაფასეს სამეგრელოში ჩატარებული არჩევნების შედეგები დამკვირვებლებმა?
-ამ არჩევნებს აკვირდებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წამომადგენლები ჩატარდა ეგტიპოლიც. საქართველოში ერთ-ერთი მაღალი პროცენტული მაჩვენებლით გაიმარჯვა ,,ქართულმა ოცნებამ“. ქალაქის მერი გახდა ირაკლი გოგოხია, გამგებელია ედიშერ თოლორაია, გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატებიც ,,ქართული ოცნების“ წევრები არიან.
-რამ განაპირობა ,,ქართული ოცნების“ მარცხი სამეგრელოს ზოგიერთ სოფელში და რას აპირებს სამეგრელოში გამარჯვებული ,,ქართული ოცნება“?
-სამეგრელოს რამდენიმე რაიონებშიც ვარაუდობენ მეორე ტურს, მინდა აღვნიშნო, რომ ძველი ხელისუფლება აყალბებდა არჩევნებს, ჩვენ კი გამარჯვებას გაუყალბებლად მივაღწიეთ! ,,ნაციონალები“ სამეგრელოში არჩევნების დღემდე ცდილობდნენ ძველი წესებით მოქმედებას და ამას ზოგან მიაღწიეს კიდეც, თუმცა ეს არ იმოქმედებს ქვეყნის წინსვლაზე. ჩვენ ხელში ავიღებთ სახელმწიფოს მართვის სადავეებს და იმას, რასაც ხალხს შევპირდით, შევასრულებთ.
ესაუბრა ია ჯღარკავა