დღეს „პრაიმ თაიმის“ პრეს-კლუბში გია ნოდიამ ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა. ძირითადი თემა გუშინდელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო.
ნოდიამ ორი ნიშნით შეაფასა გუშინდელი არჩევნების პროცესი და შედეგი. იგი თვლის, რომ არჩევნები წარიმართა ფიზიკური და ფარული ზეწოლის ქვეშ, რაც პირდაპირ კავშირშია ხელისუფლებასთან.
რაც შეეხება „ქართული ოცნების რეიტინგის კლებას, ნოდიაა აზრით, ეს ფაქტორი გამოწვეულია იმით, რომ ხალხი ფიქრობს - როდესაც ახალი ხელისუფლება მოდის ქვეყნის სათავეში, ფანტასტიკური რაღაცეები ხდება და ყველა დაპირებას ასრულებენ, რაც სრული აბსურდია.
იგი „ოცნების“ წარმომადგენლებს ურჩევს, რომ უნდა გადაჭრან ქვეყნის ძირითადი პრობლემები.
„ზოგადად მათი იდეოლოგია იყო, რომ ქვეყანა გაენთავისუფლებინათ „ნაციონალებისგან“. ეს მოხერხდა, ახლა კი დროა ხალხზეც იფიქრონ!“
აგრეთვე გაუგებარია პრეზიდენტ მარგველაშვილის მოქმედებები. რაც შეეხება მეორე ტურს, იგი თვლის, რომ ამომრჩეველთა აქტივობის მხრივ არსებითად განსხვავებული შედეგები არ იქნება, შესაძლოა ბევრად უარესადაც დამთავრდეს.