მეორე ტურს ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს, იმ შემთხვევაში თუ პირველ ტურში ხმათა საჭირო რაოდენობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.
საარჩევნი კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს, რომ არჩევნების მეორე ტური იმართება არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე. მასში მონაწილეობის უფლება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს აქვს. თუ მეორე ადგილზე გასულ კანდიდატებს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვთ მიღებული, მეორე ტურში მონაწილის ვინაობა წილისყრით გამოვლინდება.
არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში კი არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო.