დღეს "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა "ნაციონალების" ერთ-ერთმა ოდიოზურმა ფიგურამ ნუგზარ წიკლაურმა.
როგორც მოსალოდნელი იყო, მან უარყოფითად შეაფასა არჩევნების შედეგები და აღნიშნა, რომ ასეთ გაყალბებას შევარდნაძის ეპოქის შემდეგ საქართველოში ადგილი არ ჰქონია _ "ეს არის დაშინებისა და გაყალბების აშკარა გამოვლინება!" _ აღნიშნა წიკლაურმა.
წიკლაური ამაყობს იმით, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" სტაბილური რეიტინგიც და ერთგული მხარდამჭერიც შეინარჩუნა.
რაც შეეხება "ქართული ოცნების" ზიგ-ზაგებს, მისი აზრით, ისინი კატასტროფულად კარგავენ მხარდამჭერებს და ეს იმის ბრალია, რომ დაპირებები ვერ შეასრულეს.
იგი ასევე შეეხო არჩევნების დღეს მარნეულში განვიტარებულ მოვლენებს და აღნიშნა, რომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც შევარდნაძის დროს ხდებოდა.
წიკლაური არ მოერიდა დღევანდელი ხელისუფლების შეურაცხყოფას (ახია მათზე!) და ხაზგასმით აღნიშნა: "ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ტყუის და არ რცხვენია!"
თუმცა, იგი რჩევასაც აძლევს პოლიტიკურ ოპონენტებს და აფრთხილებს, თუ ხალხზე ზეწოლა არ შეჩერდება, მათ რეიტინგი კიდევ უფრო დაიკლებს!