ალეკო ელისაშვილმა, ახლა როგორც უკვე საბურთალოს მაჟორიტარმა არჩევნების შეფასებისას განაცხადა, რომ არჩევნები ნორმალურ პიობებში ჩატარდა და სერიოზულ დარღვევების ადგილი არ ჰქონია.
-"არჩევნების პროცესიც ნორმალურად ჩატარდა . რამდენიმე მცირე ხარვეზი იყო, ისეც არ ყოფილა, რომ ხელები ჩამოუშვეს. ძალიან მონდომებულები იყვნენ, უნდოდათ მათ კანდიდატს გაემარჯვა და ძალ-ღონე არ დაუზოგავთ ამისთვის, მაგრამ გაყალბება არ უკადრიათ. ძალიან დამწუხრებულები იყვნენ, რომ დამარცხდნენ. იმიტომ არ ვამბობ რომ გავიმარჯვე, გაყალბება მართლა არ ყოფილა და რაც არ ყოფილა ვერ მოვიგონებ."