ივერიონი / ცსკ-ში სხდომა გაიმართა

ცსკ-ში სხდომა გაიმართა

   ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიება და ვადა განისაზღვრა; დადგინდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების – თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებისა და გამგებლების არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის საჭირო საარჩევნო ღონისძიებები და ვადები.

   კომისიის გადაწყვეტილებით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა 2014 წლის 29 ივნისს შემდეგ საარჩევნო უბნებში გაიმართება:

 

▪ №22 მარნეულის საარჩევნო ოლქის - №25 და №57 საარჩევნო უბნები;

 

▪ №55 ხონის საარჩევნო ოლქის - №22 საარჩევნო უბანი;

 

▪ №57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის - №2 და №5 საარჩევნო უბნები;

 

▪ №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის - №32 საარჩევნო უბანი;

 

▪ №81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის - №34 საარჩევნო უბანი.

 

   კომისიამ გარდაბნის თემის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატის ელშად გაჯიევის 2014 წლის 18 ივნისის განცხადება ხელახალი არჩევნების დანიშვნის ნაწილში უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა და განუხილველი დატოვა გასაჩივრების წესის დარღვევის გამო №21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის №58 და №59 საარჩევნო უბნებში შესაძლო დარღვევების შესწავლის ნაწილში.

 

   სხდომაზე განუხილველი დარჩა საარჩევნო სუბიექტის "ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია" წარმომადგენლის №28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში მერი ფოლოდაშვილის  განცხადებები მათი გასაჩივრების წესის დარღვევის გამო.

 

   გასაჩივრების წესის დარღვევის გამო, ასევე განუხილველი დარჩა საარჩევნო სუბიექტის "გიორგი გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია" წარმომადგენლის №30 კასპის საოლქო საარჩევნო კომისიაში გელა გურასპაშვილის განცხადება, №30 კასპის ოლქში შემავალ საარჩევნო უბნებში არსებული შესაძლო დარღვევების შესახებ.

 

   ააიპ "კავშირი საერთო – სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს" წარმომადგენლის თეიმურაზ ქორიძის 2014 წლის 18 ივნისის საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.  მომჩივანი ცესკოს თხოვდა №22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მათ მიერ წარდგენილი საჩივრების რეგისტრაციაში გატარება დაევალებინა.

 

20-06-2014, 08:09
უკან დაბრუნება