ჯონდი ბაღათურიამ ჟურნალისტებისთვის დღეს ბრიფინგი გამართა. მან მიმოიხილა არჩევნების შედეგები და განაცხადა, რომ „ნაციონალები“ და „ქართული ოცნება“, ეს ორი ძალა ერთად მოქმედებდა, რომ შედეგი ბოლოს ასეთი ყოფილიყო!
ასევე იგი გამოეხმაურა ნუგზარ წიკლაურის და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ ისინი მხოლოდ პიარზე ზრუნავენ.
„ქართული ოცნება“ და `ნაციონალური მოძრაობა~ ერთი ძალაა, ამიტომ მეორე ტურში ხალხი მათ მხარდასაჭერად არ უნდა გამოვიდეს“ _ აცხადება ბაღათურია.
იგი დარწმუნებულია, რომ არჩევნები გაყალბდა, მისი პარტიის წევრებს კი უბრალო ხმები მოპარეს!
მან უყურადღებოდ არ დატოვა საკრებულოს წევრებზე გამოწერილი პრემიები: „ეს პირდაპირი მაჩვენებელია იმისა, რომ ხელისუფლება დაგვცინის“ - აცხადებს ბაღათურია.
აქედან გამომდინარე, იგი ფიქრობს, რომ საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს გასამართლება ძველი და ახალი ხელისუფლების.
„პრეზიდენტის საქციელი აჩვენებს იმას, რომ არ შეიძლება ისეთი ადამიანი იყოს ქვეყნის სათავეში, რომელიც თავად ვერ იღებს გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ საკითხზე“ - განაცხადა ბაღათურიამ.
ბოლოს კი მან ბურჯანაძის ალიანსი - ერითიანი ოპოზიციის სახელით მთელი საქართველოს მასშტაბით ხმების გადათვლა მოითხოვა.
მზიკო კახიანი