სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ „სუ-25“-ების გაყიდვა ბევრ კითხვას ბადებს და საქართველოს საავიაციო პარკის განახევრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მსჯელობას მოკლებულია. მისი თქმით ეს თემა საკმაოდ პრობლემურია, რადგან, 2008 წლის შემდეგ რუსეთმა გამოაცხადა ემბარგო და ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებულია საბჭოთა თუ რუსულ საბრძოლო ტექნიკის წარმოებასთან, ეკრძალება საქართველოსთვის საბრძოლო ტექნიკის მიყიდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეექმნებათ პრობლემა ანუ მარაგ ნაწილებს ვერ მიიღებენ რუსეთიდან.
- „აქედან გამომდინარე, საქართველოს ამ ტიპის თვითმფრინავებს არავინ მიყიდის. რაც შეეხება სხვა ტიპის თვითმფრინავების ყიდვას თვითმფრინავების ყიდვას სხვა ქვეყნებიდან, ეს ასე მარტივად არ ხდება, ამასთან, ამის ათვისებას სჭირდება ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც შეიძლება, 3-დან 10 წლამდე პერიოდს მოიცავდეს. ამის მაგალითია ყველაზე მარტივი “იროკეზები”, რომელთა ათვისებას საქართველომ 5 წელი მოანდომა”.
ექსპერტის თქმით მნიშვნელოვანი კითხვაა, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული „სუ-25“-ების ამორტიზება.
-“გაუგებარია, რატომ გამოვიდა ისინი მწყობრიდან, ვინ არის დამნაშავე. მწყობრიდან გამოსვლის ორი მიზეზი შეიძლება არსებობდეს - საბრძოლო დაზიანება ან არასწორი ექსპლუატაცია. აქედან გამომდინარე, უნდა გვითხრან, რომელი მინისტრის პერიოდში გამოვიდა ისინი მწყობრიდან, რა მიზეზი იყო. ამორტიზაცია – ასეთი თემაბ უნებაში არ არსებობს, ამაზე უფრო ხანდაზმული თვითმფრინავებია მწყობრში დათავის ამოცანას მშვენივრად ასრულებენ“.
თავდგირიძის განცხადებით არის საშუალებები, რათა მოხდეს მათი სრული მოდერნიზება და ეს გაცილებით იაფი იქნება, ვიდრე ახალი ანალოგიური თვითმფრინავების შეძენა.